პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება
პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება

პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ.

აქციას „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩისა“ და „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატები შეუერთდნენ.

პარლამენტის წინ ასევე პერფომანსი გაიმართა და რამდენიმე მონაწილემ ცოცხალი კარავი გაშალა.

სამართალდამცველების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ზაზა სარალიძე დღეს დააკავეს.