პარლამენტთან შეკრებილები პრემიერ-მინისტრს 22:00 საათამდე განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ 
პარლამენტთან შეკრებილები პრემიერ-მინისტრს 22:00 საათამდე განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ 

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.

როგორც “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილს ვადას 22:00 საათამდე აძლევს.

„ჩვენ ისე არ დავიშლებით. ვიწყებთ კარვების გაშლას მთელი ტერიტორიის მასშტაბით, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ჩვენ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. უმნიშვნელოვანესია, შევინარჩუნოთ სამოქალაქო კონსოლიდაცია, ერთობლივი სული, რომელიც აცოცხლებს დღეს ქვეყანას, აქ და ახლა, რუსთაველის მოედანზე ქალაქის ცენტრში. 22:00 საათამდე ველოდებით პრემიერისგან კონრეტულ პასუხს”, – განაცხდა ბექა წიქარიშვილმა.

 

დატოვე კომენტარი