პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებენ
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებენ და დაშლისკენ მოუწოდებენ.
პარლამენტთან, აქციაზე ისმის შსს-ს ხმოვანი სიგნალი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად, სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „აქცია გასცდა კანონის ნორმებს, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალება“.
შსს მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.