პარლამენტთან, სადაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება, მცირე ინციდენტი მოხდა [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება, მცირე ინციდენტი მოხდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მიშა მშვილდაძის გამოჩენას „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების უკმაყოფილება მოჰყვა, მას ბოთლები ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ ანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს კვლავ გაგრძელდება. პროტესტის მონაწილეები შეკრებას პუშკინის სკვერში გეგმავენ, რის შემდეგაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.