პარლამენტთან, სადაც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
პარლამენტთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
მათ მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით: „თავისუფლება მიშას“, „თავისუფლება მიხეილ აღმაშენებელს“, „ციხეშია მიშა, ვინც აგიშენა ქვეყანა“.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, დაგეგმილია ფილმის ჩვენება, 26 მაისთან დაკავშირებით უცხოელი დიპლომატების ვიდეომილოცვები, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი შეკრებილებს სიტყვით მიმართავს. სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა 21:00 საათზე დაიწყება. დაგეგმილია, აგრეთვე, ლიეტუველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს სიტყვით გამოსვლაც.