პარლამენტთან მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „არჩევანი სამშობლოსათვის“ აქცია გამართა
პარლამენტთან მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „არჩევანი სამშობლოსათვის“ აქცია გამართა

მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „არჩევანი სამშობლოსათვის“ საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართა.

პარტიის ლიდერი ლელა გულედანი პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიას მიენიჭოს მეტი უფლებები, რესურსი და გადაკეთდეს კომიტეტად.

„დღეს შევდივართ წერილით პარლამენტში, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია გადაკეთდეს კომიტეტად, რადგან პარლამენტში ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი ეს მიმართულება. პარლამენტი ვერ გეგმავს სახელმწიფო პოლიტიკას. კონფლიქტების მიმართულებით ის არის მხოლოდ საკოორდინაციო მექანიზმი. ის არ ქმნის საკანონმდებლო ბაზას და არც კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა, არც ინიციატივას აყენებს. ჩვენი მიმართვაა, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს კომისია და გადაკეთდეს კომიტეტად. ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარლამენტში უნდა იყოს სათანადოდ წარმოდგენილი და მასზე უფრო მეტი კაპიტალი უნდა იხარჯებოდეს, როგორც ადამიანური, ისე ფულადი“, – განაცხადა გულედანმა.

დატოვე კომენტარი