პარლამენტთან მოძრაობა „შემახე ამნისტიის“ წევრები აქციას მართავენ
პარლამენტთან მოძრაობა „შემახე ამნისტიის“ წევრები აქციას მართავენ

ამნისტიის აქტის გამოცემის მოთხოვნის პარლამენტთან მოძრაობა „შემახე ამნისტიის“ წევრები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ პარტია „სამართლიანობის” წევრები. როგორც პარტიის ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, ამნისტიის აქტი მისაღებია ისე, რომ ერთი მხრივ, სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მეორე მხრივ კი, პანდემიის პირობებში გადაიხედოს ციხეებში პატიმართა რაოდენობის თვალსაზრისით, მათი გათავისუფლების საკითხი.

„ეს არის სოლიდარობის აქცია. ჩვენ გვინდა, მხარდაჭერა გამოვხატოთ იმ იდეისადმი, რომელიც აქვთ პატიმრების ოჯახის წევრებს. ისინი ითხოვენ, რომ პარლამენტმა პირველივე შეკრებისთანავე, დასაწყისშივე ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, მიიღოს ამნისტიის აქტი. მიმაჩნია, რომ ეს ჰუმანურობის აქტი მისაღებია ისე, რომ ერთი მხრივ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, რადგან ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო. ამასთან, „კოვიდის“ საფრთხე იწვევს, რომ გადაიხედოს პატიმართა რაოდენობის თვალსაზრისით, მათი გათავისუფლების საკითხი. მთლიანობაში ჰუმანურობის პრინციპი მოითხოვს, რომ ეს აქტი პარლამენტმა შეიძლება ისე მიიღოს, რომ დაარღვიოს ყველა რისკი, რომელიც შეიძლება ზოგადად ასეთი კანონის მიღებას ახლდეს, ანუ ეს იყოს სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული. იდეას ვეთანხმები, თუმცა ჯერ რაიმე კონკრეტულ მუხლებზე არ არის საუბარი. აქ საუბარია საჯაროდ გაცხადებულ მზადყოფნაზე, რომ ყველა, ვინც შეიძლება იყოს ახალ პარლამენტში, ჰქონდეს მზაობა, რომ ამნისტიის კანონპროექტზე იმუშაოს პარლამენტმა და ასეთი აქტი მიიღოს“, – განაცხადა ბესელიამ.