პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება პერიოდულად იძაბება, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ [ფოტო, ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაძაბულია.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების პირისპირ დგანან. ჭიჭინაძის ქუჩაზე პერიოდულად ადგილი აქვს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლას. ვრცელდება ინფორმაცია წიწაკის სპრეის გამოყენების შესახებაც.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებაც.

ამასთან, ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.