პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთი სამართალდამცველი დაშავდა. პოლიციელს დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, პარლამენტის შენობისთვის წრე დაერტყათ, მაშინ, როდესაც შენობიდან დეპუტატები გამოდიოდნენ.

როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც სამართალდამცველებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.