პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული სამი პირის პროცესი 15 დეკემბრამდე გადაიდო
პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული სამი პირის პროცესი 15 დეკემბრამდე გადაიდო

პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტების პროცესი 15 დეკემბრამდე გადაიდო. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძეც იყო. სამართალდამცავებმა კაპანაძის გარდა პარლამენტთან გუშინ ორი პირი დააკავა.

დაკავებულ აქტივისტებს ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას ედავებიან – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან აღმართულ რკინის დროებით ღობესთან, საბჭოთა სიმბოლიკის – ნამგალისა და უროს დახატვას და წარწერის „ბიძინას მონების“ დაწერას ცდილობდნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

დატოვე კომენტარი