პარლამენტთან დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტთან „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესა და საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა.

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ვასილ ჩიგოგიძემ ჟურნალისტ ნენე დალაქიშვილს სხდომათა დარბაზში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნული უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ გაუკეთებია.

აქტივისტების შეძახილების შემდეგ, ვასილ ჩიგოგიძემ ტერიტორია სამართალდამცველების თანხლებით დატოვა და კაფეში შევიდა.

კაფეში მასთან ერთად იმყოფებოდა ნიკა გვარამიაც, რის შემდეგაც მათ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.

დატოვე კომენტარი