პარლამენტთან დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირებისა და გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

13:43, 05.01.2021

პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „თავისუფლების მარშის“ აქცია გამართეს.

ისინი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირებისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, აღნიშნული პირები „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ფარგლებში უნდა გათავისუფლდნენ.

აქციის მონაწილეები საპროტესტო გამოსვლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებენ.

მსგავსი