პარლამენტთან დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები უერთდებიან
პარლამენტთან დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები უერთდებიან

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტთან დაგეგმილ აქციას უერთდებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის წევრები და მისი მხარდამჭერები.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ წუთებში ისინი ქალაქის გასასვლელში იკრიბებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციას დღეს გეგმავენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაიმართება. აქციაზე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ელოდებიან.