პარლამენტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე ღამის რუსთაველის გამზირზე გათენებას აპირებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე ღამის რუსთაველის გამზირზე გათენებას აპირებს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე ღამის რუსთაველის გამზირზე გათენებას აპირებს. ადგილზე კარვებია გაშლილი და გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავენ.

აქციის მონაწილეებს გამომსვლელები აღარ მიმართავენ. ცოტა ხნის წინ, ისინი დიდ ეკრანზე საქართველოს პირველი არხის ეთერში საფეხბურთო მატჩს ადევნებდნენ თვალყურს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე წუთის წინ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ტერიტორიაზე სკუტერით მამაკაცი იყო მისული, რომელთანაც შეკრებილებს კონფლიქტი მოუვიდათ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ის ტერიტორიას განარიდა.

აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროექტი საქართველოს პარლამენტში ჩავარდა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

დატოვე კომენტარი