პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

20:24, 01.11.2020

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც  სამართალდამცველებმა არ მისცეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პოლიციამ ინციდენტის ერთი მონაწილე ტერიტორიიდან განარიდა.

პოლიციამ ტერიტორიიდან გაიტანა ასევე კარავი, რომლის გაშლასაც აქციის მონაწილეები აპირებდნენ.

მსგავსი