აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან ყვავილები მიიტანეს [ფოტო/ვიდეო]

პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გუშინდელი განცხადებები, რომ  მათ მემორიალზე იცეკვეს და ამით შეურაცხყვეს მემორიალი, აბსურდია.

„ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. ვინც შეურაცხყოფად მიიღო, გუშინ იქ რომ ცეკვავდნენ, მინდა გაგხსენოთ, რონ 9 აპრილსაც სიმღერით და ცეკვით დახვდნენ ჯარს და დარწმუნებული ვართ, გუშინ რომ აქ ყოფილიყვნენ, ისინიც იცეკვებდნენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, პარლამენტთან იმართება კონტრაქცია, რომლის მონაწილეებმა აღნიშნული ქმედება გააპროტესტეს, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო, რომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებს ყვავილები მემორიალთან დაეწყოთ.

წუხელ პარლამენტთან მუსიკის ხმა ისმოდა და აქციის მონაწილეები ცეკვავდნენ.