პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული „ლელოს“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული „ლელოს“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაკავებული „ლელოს“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ შსს-ს შენობა უკვე დატოვეს.

საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე და პარტიის კიდევ სამი წევრი პარლამენტთან აქციაზე შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს.

„ლელოს“ წევრების თქმით, აქციაზე არალეგიტიმურ პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას აპროტესტებდნენ.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეეცადნენ, პერფორმანსი მოეწყოთ და პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან წარწერა „მონებო“ გაეკეთებინათ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რის შემდეგ ვითარება დაიძაბა და პოლიციამ „ლელოს“ ხუთი წევრი დააკავა.