პარლამენტთან აქციაზე შეხლა-შემოხლის დროს „ლელოს“ ლიდერები საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე და პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს
პარლამენტთან აქციაზე შეხლა-შემოხლის დროს „ლელოს“ ლიდერები საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე და პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე პარტია „ლელოს“ ლიდერები საბა ბუაძე ირაკლი კუპრაძე და პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს.

როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, აქციაზე არალეგიტიმურ პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას აპროტესტებენ.

„აქციის მონაწილეები სხვადასხვა შეძახილებით ცდილობდნენ, ხმა მიეღწიათ პარლამენტის წარმომადგენლებისთვის“, – განაცხადა გეგელიამ.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეეცადნენ, პერფორმანსი მოეწყოთ და პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან წარწერა „მონებო“ გაეკეთებინათ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რის შემდეგ ვითარება დაიძაბა და პოლიციამ „ლელოს“ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე და ირაკლი კუპრაძე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ხუთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვისაა დაკავებული.