პარლამენტთან, აქციაზე ვატო შაქარიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თბილისის საკრებულოს წევრ ვატო შაქარიშვილს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„დღეს ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ამის შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა მას მიკროფონი გამოართვეს და ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.