პარლამენტთან აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედისა“ და „პოსტ ტვ“-ის გადამღებ ჯგუფებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს მოქალაქეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტ ტვ“-ის გადამღებ ჯგუფებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ.

დემონსტრანტების ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

ისინი აღნიშნული სამი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ და ჟურნალისტებს რეჟიმის მსახურებს უწოდებდნენ.