პარლამენტთან აქციაზე საქართველოს პირველი არხის სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი დაშავდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი არხის სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი დაშავდა. ორ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ორი კი კლინიკებში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყეს. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია კანონით გათვალისწინებულ იძულების პროპორციულ სპეციალურ საშუალებებს იყენებს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.