პარლამენტთან აქციაზე „ქართული მარშის“ წევრებმა ლგბტ თემის დროშა დაწვეს

18:55, 08.07.2019

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, „ქართული მარშის“ წევრები მივიდნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, „ქართული მარშის“ წევრები აქციას საკუთარი მაისურებითა და დროშებით შეუერთდნენ, შემდეგ კი, ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

 

მსგავსი