პარლამენტთან, აქციაზე ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს
საქართველოს პარლამენტთან, აქციაზე ორი პირი დააკავეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი 166-ე მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.
პარლამენტთან მოქალაქეების ჯგუფი აქციას მართავს. ისინი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს აპროტესტებენ.
მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტით „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეაშინოს სამოქალაქო საზოგადოება.
პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.