პარლამენტთან აქციაზე ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა
პარლამენტთან აქციაზე ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი ცუდად გახდა. ერთ-ერთი მათგანი მოშიმშილე გოგონაა, ხოლო მეორე – აქციის მონაწილე 25 წლამდე ბიჭი.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ორივე მათგანი ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანებში გადაიყვანეს და დახმარება აღმოუჩინეს.

ექიმის განცხადებით, ბიჭის მდგომარეობა არის სტაბილური, ხოლო მოშიმშილე გოგონას სტაციონარში გადაიყვანენ.

არსებული ინფორმაციით, მოშიმშილე გოგონას შაქარი დაუვარდა.

პარლამენტთან შეუძლოდ გამხდარი გოგონას ჩათვლით სულ ექვსი ადამიანი შიმშილობს.

მოშიმშილეთა მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაა. მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.