პარლამენტთან აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა ცხვრები მიიყვანეს [ვიდეო]
მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცხვრები მიიყვანეს.
აქციაზე აცხადებენ, რომ „პარლამენტარები ცხვრებივით მისცემენ ხმას მთავრობის დამტკიცების საკითხს“.
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე იხილავს.