პარლამენტთან აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა
პარლამენტთან აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, გაგა კირკიტაძესა და მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციაზე მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელს, ლაშა ბერულავას საოკუპაციო ხაზზე გადაღებული ფილმის პროექტორზე ჩვენება სურდა, რისი უფლებაც მას პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა არ მისცა.

გაგა კირკიტაძის განცხადებით, ფილმის ჩვენება ნებართვის გარეშე აკრძალულია.

ამის შემდეგ ლაშა ბერულავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში დარეკა და საქმის გამოძიება სთხოვა. როგორც ბერულავამ განაცხადა, პოლიციის უფროსმა უფლებამოსილებას გადააჭარბა. მისივე თქმით, გაგა კირკიტაძეს არ ჰქონდა უფლება, ფილმის ჩვენება აეკრძალა.

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციებს 10 სექტემბრიდან მართავენ. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა.

დატოვე კომენტარი