პარლამენტთან აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა
პარლამენტთან აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

პარლამენტთან აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოულოდნელად მისგან რამდენიმე მეტრში მდგარი პოლიციელების მიმართულებით დაიძრა და მათთან მისვლას შეეცადა.

მაჩალიკაშვილი აქციის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცველებს განარიდეს, რა დროსაც მაჩალიკაშვილმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა პოლიციას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

თავად მაჩალიკაშვილმა კი ჟურნალისტების შეკითხვებს, რატომ სცადა პოლიციელებთან მისვლა და რატომ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ უპასუხა.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან ზაზა სარალიძე პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.