პარლამენტთან აქციაზე ინციდენტი მოხდა
პარლამენტთან აქციაზე ინციდენტი მოხდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთან მივიდა პირი, რომელიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. პოლიციამ ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი ტერიტორიას გაარიდა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროისთვის პარლამენტის წინ რჩება. ადგილზე კარვებია გაშლილი და გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავენ. გუშინდელი აქციის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან კარავი აქვთ გაშლილი.

აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროექტი საქართველოს პარლამენტში ჩავარდა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.