პარლამენტთან აქციაზე გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმრები ეკა ბესელია და ბექა ბასილაია იქნებიან
პარლამენტთან აქციაზე გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმრები ეკა ბესელია და ბექა ბასილაია იქნებიან

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საინფორმაციო ფორმატი, მედიაპროექტი „სირცხვილია“ გრძელდება. პროექტი ყოველდღე 20:20 საათიდან 22:00 საათამდე „ფეისბუქისა“ და სხვადასხვა მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერში გადაიცემა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გადაცემების მიზანი სხვადასხვა პროფესიის სტუმრებთან ერთად აქციასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვაა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმრები იქნებიან „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და ადვოკატი ბექა ბასილაია.

დღეს აქციის 34-ე დღეა და აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცლელია – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.