პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს
პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება უცენზურო სიტყვებს იყენებდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც ის პოლიციამ აიყვანა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.