პარლამენტთან ინციდენტი მოხდა. ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ბოთლები ესროლეს.
სავარაუდოდ, დაპირისპირება იმას მოჰყვა, რომ „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე გამომსვლელთა ტრიბუნის უკან, ანტისაოკუპაციო აქციის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, მათ აღნიშნული ტერიტორია რკინის ჯებირით აქვთ შემოსაზღვრული და დღის განმავლობაში ადგილი არ დაუტოვებიათ. ისინი სკანდირებდნენ, რასაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა გაღიზიანება მოყვა, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო. შეხლა-შემოხლის დროს წარმოქმნილ სივიწროვეში ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რომელიც ტერიტორიას გაარიდეს.
ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს.