პარლამენტთან აქცია იმართება
პარლამენტთან აქცია იმართება

პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქცია იმართება. აქციის მონაწილეები პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ. მათი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტს ნდობა არ აქვს. მათივე თქმით, არჩევნები გაყალბდა.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.