პარლამენტთან აქცია #FreeAfgan გაიმართა
პარლამენტთან აქცია #FreeAfgan გაიმართა

თბილისში, პარლამენტის წინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წლისთავს მიეძღვნა.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად თავზე შავი ტომრები ჩამოიცვეს, რომელზეც დატანილი იყო წარწერა #FreeAfgan. აქციის მონაწილეებმა საქმის დროული გამოძიება და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ნათია თავბერიძემ განაცხადა, რომ საქმეს ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს იმიჯს ადამიანის უფლებების დაცვის თუ კანონის უზენაესობის კუთხით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ჩვენს მოთხოვნებში, ეს არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, თუ მოქალაქეობის არქონისა“, – განაცხადა ნათია თავბერიძემ.