პარლამენტთან აქცია დღეს სატელევიზიო გადაცემის ფორმით იმართება
პარლამენტთან აქცია დღეს სატელევიზიო გადაცემის ფორმით იმართება

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია განახლდა. პროტესტის 27-ე დღეს ორგანიზატორები აქციის გამართვას განსხვავებული ფორმატით გეგმავენ და მას სატელევიზიო გადაცემის ფორმას მისცემენ.

სცენაზე მოდერატორობას აქციის ორგანიზატორები, ექსპერტის როლს კი, ყოფილი ხელისუფლებების მაღალჩინოსნები მოირგებენ.

ახალ ფორმატში მიმდინარე პროცესების ირგვლივ კითხვებს აქციის მონაწილეები დასვამენ.

უკვე ცნობილია აქციის ორგანიზატორთა ხვალინდელი გეგმებიც. ხვალ პარლამენტის წინ წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებითვე, შაბათს 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი თვის თავზე განსხვავებული ფორმატისა და მასშტაბის აქცია იგეგმება.