პარლამენტთან 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ
პარლამენტთან 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

20 ივნისის აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ორი წლის წინ განვითარებული მოვლენები.

აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს.

„მთავარი სათქმელია, არა ოკუპანტის ამნისტიას, არა ამნისტიას, რომელიც ტოლობის ნიშანს დასვამს აქციის დამშლელებს და მის ბრძანების გამცემებს შორის, ამ ადამიანებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჩვენს შორის. ეს ამნისტია ერთი-ერთში ჯდება კრემლის მესიჯბოქსში, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, თითქოს 20 ივნისი მოწყობილი იყო ქართველი პროვოკატორი ულტრანაციონალისტების მიერ და ორგანიზატორები აუცილებლად უნდა დასჯილიყვნენ. ამას ემსახურება ეს ყველაფერი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩამორეცხვას, რომელიც მათ ჩაიდინეს“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ნიკა ფარულავამ.