პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მოსამართლე მაია ვაჩაძის მოსმენით გაგრძელდება
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მოსამართლე მაია ვაჩაძის მოსმენით გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მოსამართლე მაია ვაჩაძეს მოუსმენენ. სხდომა 10:00 საათზეა დანიშნული.

2019 წლის 6 სექტემბერს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს შორის მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მეხუთე კანდიდატია, რომელსაც დეპუტატები მოუსმენენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებები ჩატარდა თამარ ალანიასთან, მერაბ გაბინაშვილთან, შოთა გეწაძესთან, მამუკა ვასაძესა და მირანდა ერემაძესთან.

რაც შეეხება უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძეს, ის უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ 1999 წლიდან მუშაობს.

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მაია ვაჩაძე 1999 წლის 20 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, 2009 წლის 20 ივლისიდან განმეორებითი ვადით არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. 2013 წლის 1-ლი აპრილიდან 2019 წლის 1-ელ აპრილამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე იყო. 2001 წლის 5 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრია.