პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მამუკა ვასაძეს მოუსმენენ
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მამუკა ვასაძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დღესაც გაგრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მოსამართლეობის კანდიდატ მამუკა ვასაძეს მოუსმენენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს კითხვებს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვამენ.

„ჩვენ მოვუსმენთ მამუკა ვასაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს. რა თქმა უნდა არის საკითხები, რომლებიც გვექნება დასასმელი მის წინაშე და დაველოდებით პასუხს. არის საკითხები, რომლებიც, ჩვენი აზრით, აუცილებელია, გაჟღერდეს, ვინაიდან გვაქვს გარკვეული კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, იმედი მაქვს, ეს პროცესი ასევე მშვიდობიანად ჩაივლის და მსგავსი რამ რაც მოხდა, აღარ ექნება ადგილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მამუკა ვასაძესთან მწვავე კითხვები ექნებათ. მათი თქმით, გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე მოსამართლეობის კანდიდატად მათთვის მიუღებელია.