პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპუტატები ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ.

ეკა ბესელიას განცხადებით, ყველა მხარე თანხმდება, რომ მართლმსაჯულების რეფორმა უნდა გაგრძელდეს და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა მაღალი სტანდარტით უნდა მოხდეს.

„ამ პროცესის გაგრძელების საჭიროებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია არავის აქვს. ყველა გვეთანხმება, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე საკითხის რეალიზება უნდა მოხდეს, რაც ეხება როგორც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მაღალი სტანდარტით შერჩევას, ასევე ეს პროცესი რეფორმის ბოლომდე მიყვანასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მოწესრიგებას გულისხმობს”, – აცხადებს ბესელია.

დეპუტატის ინფორმაციით, მოსამართლეთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით ცვლილებების ერთი ვერსია იქნება წარდგენილი იმ პირების მხრიდან, ვინც წარდგენილ სიას მხარს არ უჭერს.

„პროექტის ერთი ვერსია იქნება, რომელსაც დეპუტატებს გავუზიარებთ. ერთიანი ვერსია მომზადდება ყველა იმ პირის სახელით, ვინც სიას მხარს არ უჭერს”, – განაცხადა ბესელიამ.