პარლამენტში, თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ გეკა გელაძეს უსმენენ
პარლამენტში, თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ გეკა გელაძეს უსმენენ

პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ წუთებში სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ გეკა გელაძეს უსმენენ.

სხდომის გახსნისას კომიტეტის თავმჯდომარემ, ალეკო ტაბატაძემ განაცხადა, რომ სხდომის დახურვას, განსაკუთრებული რეჟიმიდან გამომდინარე, რეგლამენტი ითვალისწინებს.

მას შემდეგ, რაც თავდაცვის კომიტეტი დასრულდება, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც სუს-ის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე გეკა გელაძის კანდიდატურა დადგება.

მას თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი სუს-ის უფროსს ექვსი წლის ვადით ირჩევს.