პარლამენტში სუს-ის ანგარიშს გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს
პარლამენტში სუს-ის ანგარიშს გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ.

თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიში გასულ კვირას წარადგინა. 28-გვერდიან დოკუმენტში პირველად არის აქცენტი გაკეთებული რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება ტერორიზმთან ბრძოლაც.

დოკუმენტი სახელმწიფო უწყებებში გამოვლენილ კორუფციის ფაქტებსაც მოიცავს.