პარლამენტში "სოციალური მუშაკის კანონპროექტზე" სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პარლამენტში "სოციალური მუშაკის კანონპროექტზე" სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში “სოციალური მუშაკის კანონპროექტზე” სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, “სოციალური მუშაობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს ყველა დაინტერესებული მხარე, რომლებსაც პროექტის მონაწილეობის სურვილი აქვს.

“ჩვენ ეს პროექტი ვებ გვერდზე გამოვაქვეყნეთ და მოქალაქეებსაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია, შენიშვნები და კომენტარები გამოგვიგზავნონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტის მიღებისა და რეფორმის გატარების შემდეგ, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული ცვლილებები გვექნება. სოციალური მუშაკი სახელმწიფოს სწორედ ის წარმომადგენელია, რომელიც ყველაზე მოწყვლად ფენებთან შემხებლობაშია. სახელმწიფო პირველ რიგში სწორედ მათზე უნდა ზრუნავდეს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკის რეფორმა სწორად განხორციელდეს. დიდი პროექტია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.