პარლამენტში შესვლა დღეს შეზღუდული იქნება
პარლამენტში შესვლა დღეს შეზღუდული იქნება

რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

„20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამოქალაქო კამპანია „სირცხვილიას“ აქცია დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.