პარლამენტში სავარაუდოდ, რიგგარეშე სხდომები გაიმართება
პარლამენტში სავარაუდოდ, რიგგარეშე სხდომები გაიმართება

პარლამენტი მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომების გამართვას გეგმავს.

პირველი არხის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სხდომების მოწვევის მიზნით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მიმართვას აპირებს.

იმ შემთხვევაში, თუ რიგგარეშე სხდომები გაიმართება, განსახილველი საკითხი მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომლის საფუძველზეც ცვლილებები 111 კანონში შედის.

დატოვე კომენტარი