პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ. დეპუტატებს ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგენს.
გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა სამი კომიტეტის – თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27-გვერდიანი ანგარიში პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა. დოკუმენტში საუბარია, რომ სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი რჩება.
საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, ანგარიშის განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება.