საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციების განსახილველად პარლამენტში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციების განსახილველად პარლამენტში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციების განხილვის მიზნით, პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პოლიტიკური მხარეები ესწრებიან.

დისკუსიის საგანია ის მოსაზრებები, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციებმა მისცეს. მხარები იმსჯელებენ, რა უნდა აისახოს უკვე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „საარჩევნო კოდექსში”.

დღეს, ცვლილებებს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, კვირის ბოლომდე მისი მესამე მოსმენით დამტკიცება იგეგმება.

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა 18 ივნისს გამოაქვეყნა.