პარლამენტში რელიგიის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში რელიგიის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში რელიგიის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა, რელიგიის თავისუფლების თემაზე პრობლემების შეკრება მოხდა, რაზეც მსჯელობა დღევანდელ სხდომაზე გაიმართება.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა რელიგიას საშუალება ჰქონდეს, საკუთარი პოზიცია ისე დააფიქსიროს, რომ საჯარო დისკუსიის სახე არ ჰქონდეს. კონფესიებს რელიგიის განათლების საკითხი და საგადასახადო შეღავათები აწუხებთ. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს, რაც მოსაყვანია კანონმდებლობასთან შესაბამისობაში”, – განაცხადა კილაძემ.

რელიგიის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა მიმდინარეობს.