პარლამენტში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები თავიდან გადანაწილდება

07:20, 18.03.2019

საქართველოს პარლამენტში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები თავიდან გადანაწილდება. საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

გიორგი კახიანის კომიტეტი კვოტებს თავიდან გადაანაწილებს როგორც კომიტეტებში, ასევე მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში.

კვოტების გადანაწილების მიზეზი ახალი საპარლამენტო კონფიგურაციაა. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლა და ამ თვალსაზრისით უმრავლესობის გარეთ ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების რაოდენობა.

მსგავსი