პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნის გამო, კომიტეტებში კვოტების გადანაწილების წესი იცვლება
პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნის გამო, კომიტეტებში კვოტების გადანაწილების წესი იცვლება

პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნის გამო, კომიტეტებში კვოტების გადანაწილების წესი იცვლება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, რეგლამენტის მიხედვით, ყველა ფრაქციას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ კომიტეტებში თავისი წარმომადგენლები ჰყავდეთ.

,,კვოტების ახალი გადანაწილება პარლამენტში ახალი ფრაქციების შექმნამ განაპირობა. ყველა ფრაქციას უნდა ჰქონდეს თავისი წარმომადგენლობა კომიტეტებში, მუდმივმოქმედ დელეგაციებში და კომისიებში. დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე მხოლოდ კომიტეტებში ფრაქციების წარმომადგენლების კვოტების განსაზღვრის საკითხზე ვიმსჯელეთ. ახალ ფრაქციებს, რომელიც შეიქმნა, მათაც მიეკუთვნებათ შესაბამისი კვოტები და  შესაბამისი წარმომადგენლები ეყოლებათ კომიტეტებში. ‘’- განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება კომიტეტებში წევრთა რაოდენობის გაზრდას არ გამოიწვევს, რადგან უმრავლესობის შიგნით მყოფ ფრაქციებს შესაძლებლობა აქვთ, კვოტები ერთმანეთს დაუთმონ.

პარლამენტში ორი ახალი ფრაქცია ,,ქართული იცნება- ძლიერი ეკონომიკისთვის და ,,ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის’’ დეკემბრის ბოლოს შეიქმნა.