პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება
პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა დღეს გაიმართება.

ნდობის ჯგუფის ფორმატში მსჯელობა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილზე იგეგმება, რომელიც სპეციალურ პროგრამებს ეხება.

ნდობის ჯგუფის სხდომაზე მიწვეულნი იქნებიან შესაბამისი უწყებების პასუხისმგებელი პირები.

აღნიშნული საკითხის გარდა, ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებასთან დაკავშირებული ანგარიშის მოსმენაც მოხდება.