პარლამენტში ნათია თურნავას მოუსმენენ
პარლამენტში ნათია თურნავას მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.

დეპუტატების მხრიდან კითხვები ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით დაისმება. კანონმდებლები კითხვებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც დასვამენ.

„ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც არამარტო პარლამენტის წევრებს ან ნებისმიერ ჩვენგანს, არამედ მთელ საზოგადოებას გააჩნია, არის ის, თუ რამდენად ძლიერი პერსპექტივა აქვს იმ სტრატეგიული მიმართულების განვითარებას, რასაც ჰქვია ბიზნესის ხელშეწყობა. კონკრეტულად რა იგულისხმება ბიზნესისათვის ასი შეთავაზების ფორმატში, რომლის პრეზენტაციაც მართალია იყო, მაგრამ ალბათ დეტალებთან დაკავშირებით უფრო საინტერესო და უფრო სიღრმისეული განხილვა არის მოსალოდნელი. ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა თემაზეც იქნება საუბარი”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ცნობილია, საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კვლავ ბოიკოტს უცხადებს, თუმცა ნათია თურნავას საქმიანობას უარყოფითად აფასებენ.

დატოვე კომენტარი